|
2020-11-09 19:57:18, 592 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება და ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას, ასეთი რეჟიმები ცუდად ამთავრებენ
ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქარძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი სკამებისთვის ყველაფერზე წავა. „გუშინ როგორც ნახეთ, შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მარტო არჩევნებს არ აყალბებს, ჩვენ გვიკვირდა ბიულეტენებში როგორ გააყალბეს ხალხიო. ბიულეტინებში კი არა აგერ ცოცხალი ხალხი გააყალბეს და 2500 ადამიანი იყოო გვითხრეს. ბევრი ვართ და კიდევ მეტი ვიქნებით იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. რადგან გაყალბებული ხმებით და ბიულეტენებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაიწერა 48%-ზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიას გათვლებითაც კი ხალხის 52% ვართ ჩვენ. ყველას გვესმის, რომ ჩვენ შესული ვართ რთულ და საშიშ პროცესში იმიტომ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც გააყალბა არჩევნები გუშინ დაამატა კიდევ ერთი დანაშაული და ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ. ქალების, ბავშვების და ასაკოვანი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას. არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ეს არის ლუკაშენკოს გზა, ეს არის ჩრდილო კორეის გზა. ამიტომ, ასეთი დიქტატორები და რეჟიმები სწრაფად და ცუდად ამთავრებენ. ჩვენი ამოცანაა არ გადავაყოლოთ ქვეყანა ივანიშვილს, არ გადავაყოლოთ ქვეყანა „ქართულ ოცნებას“, არ შევიყვანოთ საქართველო დაპირისპირების, ძალადობისა და არეულობის სპირალში. იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი სკამებისთვის ყველაფერზე წავა. არჩევნებსაც გააყალბებს და ხალხსაც დაარბევს. მათ არ აწუხებთ საქართველო, მათ აწუხებთ საკუთარი თავი ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა არ მივცეთ საშუალება გადააყოლონ საკუთარი ძალაუფლება საქართველოს. ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს მშვიდობიანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)