|
2020-11-09 15:14:02, 495 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მიზანშეწონილობის კვლევის დაწყება იგეგმება
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი. კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა. კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც მხარეთა რწმენით მეტად იქნება გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში. კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი. კონსულტაციები შეეხო თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების პროცესს და პროცედურულ ნაწილსაც. კორეის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი კონსულტაციების წარმოება პირველ ეტაპს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)