06:57 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 13:05:07, 521 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება

დღეიდან, 9 ნოემბრიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების  მოძრაობის განრიგი იცვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მგზავრებს, რომლებსაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ.

„ძვირფასო მგზავრებო! როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს.

9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების  მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

 მათ კი ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა,  თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics