|
2020-11-09 01:14:34, 569 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი გუნდი შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს
შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. "ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტზე, ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სსკ საქმე, ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღდეგო შეკრების თითეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)