|
2020-11-08 12:35:42, 475 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლებს ახერხებენ
ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლებს ახერხებენ, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას. მისივე თქმით, აღნიშნულ აქციაზე ესკალაციის საფრთხე არ არის, რადგან ისინი ვერ აფიქრებენ იმ რაოდენობის მობილიზებას, რა რაოდენობასაც ფიქრობენ. "რეალურად, ოპოზიციის აქციები არავითარი რისკის შემცველი არ არის, გარდა კოვიდის გავრცელებისა. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება და სამწუხაროდ, ამას აპირებენ ახლაც. ეს არის მათი სახე, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, მათ აქვთ დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება გეგმაში, მაგრამ ბევრად ნაკლებს ახერხებენ, ჩვენი მონაცემებით. ესკალაციის საფრთხე ნამდვილად არ არის, ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რა რაოდენობასაც ფიქრობენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)