15:47 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 22:33:43, 646 ნახვა

კომენტარი
გახარია - სისტემური „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება, იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები

ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემური „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საერთო ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მასშტაბით, სისტემური „ლოკდაუნი" ქვეყანაში არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics