08:20 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 12:18:12, 481 ნახვა

საზოგადოება
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის თანამშრომელს მსჯავრდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველოს სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბანის შედეგების გაუქმებას ეხმაურება.

მათი ინფორმაციით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან.

„2020 წლის 31 ოქტომბერს  დაბა ქსანში მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ad hoc ვიზიტის დროს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა“, - განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics