08:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 11:36:10, 462 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 750 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„სანზონაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი განვახორციელეთ. ამ მონაკვეთზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა, დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ასფალტის დაგების პროცესი სრულდება და მოქალაქეები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics