|
2020-11-04 16:11:12, 604 ნახვა
პოლიტიკა
NDI - კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება
NDI ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების გამოყენება გრძელდება, რაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების ხელყოფას ისახავს მიზნად. „კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების გამოყენება გრძელდება, რაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების ხელყოფას ისახავს მიზნად. ამ ზეწოლაზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და პოლიტიკური აქტორებისგან მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ხშირ გახმოვანებასა და დაცვას მოითხოვს. ეს, თავის მხრივ, იწვევს იმასაც, რომ სხვა აქტუალური საკითხები სათანადო ყურადღებას ვერ იმსახურებს. მეტიც, ყველაფერს რეგიონში არსებული არასტაბილურობაც ემატება, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მწვავე სამხედრო კონფლიქტი და ბელარუსში აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები”, -აცხადებენ ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)