|
2020-11-04 15:10:23, 616 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური გლდანში - ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა
გლდანში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, ნიკა მელიასა და ერთ-ერთ პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, აქციაზე მელიამ ერთ-ერთი სამართალდამცავი იცნო და უთხრა, რომ არჩევნების დღეს გლდანში, როდესაც შეიარაღებული პირები გადაადგილდებოდნენ პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა. „ეს ბატონი კრიმინალების შუაში იდგა ხმას არ იღებდა , იარაღიანი ადამიანები იყვნენ უბნებზე და ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ეხლა უნამუსოდ მეუბნება სათამაშო იარაღი ჰქონდაო, არსებობენ პოლიციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი შვილების წინაშე უკვე დამნაშეები არიან“, - მიმართა მელიამ პოლიციელს. პოლიციელის განცხადებით, კი აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და რამდენიმე პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)