06:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 14:46:16, 803 ნახვა

მსოფლიო
საშიში და ავტორიტარული განცხადება - დემოკრატები და რესპუბლიკელები ტრამპს აკრიტიკებენ

დონალდ ტრამპს მისი განცხადებების გამო დემოკრატები და რესპუბლიკელები აკრიტიკებენ. კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ტრამპის განცხადებას უკანონო, საშიში და ავტორიტარული უწოდა.  

"დაითვალეთ ხმები. პატივი ეცით შედეგებს", — წერს ოკასიო-კორტესი.

რამდენიმე რესპუბლიკელმა ტრამპის კომენტარების გამო შეშფოთება გამოთქვა. ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და ტრამპის მრჩეველმა, კრის კრისტიმ პრეზიდენტის გამოსვლას არასწორი ნაბიჯი უწოდა. გარდა ამისა, ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა პენსილვანიიდან, რიკ სონტორმა აღნიშნა, რომ სიტყვა "თაღლითობის" გამოყენება არასწორია.
ჩვენ არჩევნებს ვიგებდით, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა-ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა, კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა, ხმის მიცემის ყველანაირი პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“, – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics