15:45 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 11:49:12, 607 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერმა მოქალაქეებს საზოაგდოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„გუშინ, ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1489  მგზავრი  შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქებს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე მიკროავტობუსში. გამოვლინდა  3 ფეხზე დგომით მგზავრობის შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ.

„მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბდის ტარებისკენ.  ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.  დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან არის პირბადის ტარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics