|
2020-11-04 01:46:04, 893 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი -მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში
მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. - ამის შესახებ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. "მე ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ რაიმე გავლენა არ მოვახდინო იმ პროცესზე, რომელიც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ძალიან პოზიტიური იყო მთელ ამ პროცესში არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი მივიდა უბნებზე. მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იფიქრონ იმაზე, თუ რა არის მათი გზავნილი ელექტორატისთვის - ანუ საკუთარი ქმედებით რას ეუბნებიან ამომრჩევლებს. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ახლა რთული დროა, ჩვენ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. და როდესაც პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, რომ ისინი იმ გლობალურ კონტექსტს გაითვალისწინებენ, რომელიც ამ სიტუაციაზე დიდ გავლენას ახდენს." - განაცხადა ჯილიან სტირკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)