|
2020-11-03 14:01:51, 470 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ერთ თარგზე მოჭრილ პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს
თუ არის გაყალბება, სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ერთპარტიულ, ერთ თარგზე მოჭრილ ცახესების პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს. „დღეს პოლიტიკურმა ოპოზიციამ ანახა პოლიტიკური სიმწიფე, ერთგულება პრინციპებისადმი, ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი. ეს რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა, ვიტრიალებდით იგივე წრეზე. იქნებოდა გაუგებარი საუბრები გაყალბებაზე. თუ არის გაყალბება, სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა. დღეს საკითხი ზუსტად ასე დგას, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ამიტომაც ვარ ამაყი, რომ სრულიად ოპოზიციამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ერთსულოვნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან გვექნება ახალი არჩევნები ან მივიღებთ ივანიშვილის ჯამახერიას, რომელიც ასევე ჩამოიქცევა. ერთპარტიულ, ერთ თარგზე მოჭრილ ცახესების პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ყველაზე გვიან გაზაფხულზე ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)