20:52 - 26 Jul, 2026
|
2020-11-02 14:19:48, 561 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტათა ალიანსი“ მანდატებზე უარს აცხადებს
„პატრიოტათა ალიანსი“ მანდატებზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივნმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. „რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ არჩევნების შედეგებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ“, - აღნიშნა თევდორაძემ. შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევნებში 3,14% აიღო. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ პარლამენტში არ შევა არც „ევროპული საქართველო“. პარალელურად რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში ბრიფინგი ჩაინიშნა. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი სხვა ოპოზიციური პარტიები იტყვიან თუ არა უარს მანდატებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)