|
2020-10-31 12:40:31, 569 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - უკვე მეორედ, საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით
უკვე მეორედ, საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არის გადამწყვეტი, რასაც მოწმობს რიგები საარჩევნო უბნებთან. „მე ვეთანხმები განცხადებას, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები და ის რასაც ხედავთ, რიგებს საარჩევნო უბანთან, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით, ხალხის ნებით. ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცხლილება, რომლის შედეგადაც უკვე მეორედ შეიცვლება საქართევლოში ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)