|
2020-10-31 10:54:04, 2031 ნახვა
გიგი უგულავა - ხმა მივეცი, რომ „ლუნატიკმა“ დაასრულოს ქვეყნის წვალება და გავიდეთ სამშვიდობოს
„ხმა მივეცი, რომ „ლუნატიკმა“ დაასრულოს ქვეყნის წვალება და გავიდეთ სამშვიდობოს“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, ის ვინც დაწევს გადასახადებს და რომელიც შეებრძოლება პანდემიას. „ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, ის ვინც დაწევს გადასახადებს , რომელიც შეებრძოლება პანდემიას , ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მმართველობა, რომელიც მოვა იმსახურებს და წავა. ამას მივეცი ხმა და ვიცი, რომ ასეთი ძალა სწორედ „ევროპული საქართველოა“. მე მივეცი ხმა, იმას, რომ აშენდეს ზუგდიდში პორტი, რომელიც ივანიშვილმა გააჩერა. მე მივეცი ხმა, რომ ადგილობრივ მმართველობას ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი და არ იყურებოდეს ვინმეს წყალობაზე. ინფრასტრუქტურა უნდა ვითარდებოდეს, არა მხოლოდ ცენტრში არამედ გარეუბნებშიც. მე მივეცი ხმა, რომ ზუგდიდი იყოს ამაყი და გამართული, არ იყოს უმუშევრობის პრობლემა. არავის ჰქონდეს მიტოვებულობის განცდა, მე მჯერა, რომ ზუგდიდი ყველაზე ძლიერ სიტყვას იტყვის“, - აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ერთ-ერთ უბანზე იყო პრობლემა, იყო ასევე მოძველბიჭო, კრიმინალური ტიპაჟების კონცენტრაცია. „ერთ-ერთ უბანზე იყო პრობლემა, იყო ასევე მოძველბიჭო, კრიმინალური ტიპაჟების კონცენტრაცია უბნებზე. მინდა, დამკვირვებლებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ კუდით ქვა ასროლინეს. ასე მოუვა ყველა მოძალადეს, რომელიც ფეხს გამოყოფს და სოროდან გამოძვრება. მე მინდა გავაფრთხილო ყველა საჯარო მოხელე, რადგან მუდმივი არაფერი არ არის დაემორჩილეთ და ჩაჯექით კანონის ფარგლებში“, - განაცხადა უგულავამ.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)