19:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 14:12:03, 485 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამ საკითხს ხმების დასაგროვებლად იყენებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სისტემუი "ლოქდაუნი“ არ იქნება, თუმცა იქნება წერტილოვანი შეზღუდვები.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა მოკლე ვადაში ხმები დააგროვონ.

„ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო პროცესსში „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით, მე მინდა გითხრთ, რომ ეს ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, იმისთვის, რომ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური სრულიად საქართველოს მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ და ვერ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics