17:56 - 26 Jul, 2026
|
2020-10-30 09:05:58, 660 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები - მომავალი არჩევნები აჩვენებს ქართველი ხალხის სურვილს, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია
აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადებას აქვეყნებენ. სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მომავალი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება აჩვენებს ქართველი ხალხის სურვილს, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. "კონსტიტუციური რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ამ მომავალი არჩევნების კარგი ჩატარება კიდევ უფრო გააერთიანებს ამ მიღწევებს და აჩვენებს ქართველი ხალხის სურვილს, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აცხადებენ სენატორები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)