|
2020-10-29 16:54:56, 684 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა
ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, არეულობა იქნება. როგორც უგულავა აღნიშნავს, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება უსმენს ჟურნალისტებს და შემდეგ ურცხვად თხზავენ თეორიებს გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ. „ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცდოით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა ჯეკპოტს და მოლოდინი მაინც იყო და გამართლადა ეს მოლიდინი, რომ სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ, რომელმაც პრაქტიკულად აღიარა, რომ ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და ამით რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ. ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტს კობახიძეს,ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, რომ ასეთი განცხადება წინ დახვდება, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის. ნუ ეშინია, შემიძლია ეს ვუთხრა, ყოველი ჩვენება მიცემული საკუთარი თავის წინააღმდეგ შეიძლება ანულირებილი იყოს მერე სამართლიან სასამართლოში, რადგან ადამიანი არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მაგრამ რეჟიმის მხილებისთვის მშვენიერი რამ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ“, - განაცხადა უგულავამ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)