10:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 23:29:45, 451 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო 71 წლის მამაკაცი გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ კოვიდ-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics