18:32 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 21:31:45, 567 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ ბორცვაძე - ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინგის შემდეგ დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების და მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირების შესახებ ისაუბრა.

ბორცვაძემ აღნიშნა, რომ მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა, თითქოს პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა და გაექცა. 

"როგორც აღვნიშნე ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება და გპირდებით დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან.

მაშინ როდესაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავდით რომ ვიღაცამ ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ცნობილი მედიასაშუალებებისთვის - მაგრამ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics