|
2020-10-24 16:20:30, 519 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წილად ხვდა ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი სავალუტო ფონდის დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყნის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ფისკალურ პოლიტიკაზე. „ვისაუბრეთ ფისკალური თვალსაზრისით რა საპასუხო ნაბიჯები გადავდგით კოვიდ 19-ით გამოწვეულ კრიზისზე საპასუხოდ. ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას ვგეგმავთ მომავალში, როგორ ვხედავთ 2021 წლის ეკონომიკურ განვითარებას როგორც რეგიონში, ისე საქართველოში. გარდა ამისა, წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ ამ კრიტიკულ დროს, რომლის მომსწრენიც ვართ მთელ მსოფლიოში," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებდა. „ყველაზე მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გარდა იმისა, რომ მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებდა, აღგვითქვა რომ 2021 წელს და შემდეგ პერიოდშიც ის იქნება ჩვენ გვერდით. მაქსიმალურად დაგვეხმარება, არა მარტო ექსპერტიზით, თანხებს მობილიზებით და ა.შ, არამედ პირველ რიგში, გვერდით დაგვიდგება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ გამოწვევების ფონზე. შესაბამისად, მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ კრიზისისა, ჩვენ ყველანაირად მომზადებულები ვიქნებით ფისკალური თვალსაზრისით. მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდება და იქნება ისეთივე დამაჯერებელი, როგორიც იყო ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ერთადერთი გზა, ერთადერთი რეცეპტი, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და ეკონომიკამ დაიწყოს აღდგენა. შესაბამისად, ამ კუთხით შეგვიძლია ბიზნესსაც ვუთხრათ, რომ საქართველოში შენარჩუნდება სტაბილური გარემო და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სწრაფი აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)