|
2020-10-24 09:55:55, 796 ნახვა
ომი უკრაინაში
საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ. ამის შესახებ განცხადებას უწყება თავად ავრცელებს. „2020 წლის 23 ოქტომბერს covid-19 დაუდგინდა N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს, გ.კ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 12 ოქტომბერს) და დ.ტ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 11 ოქტომბერს ). მოცემული პირები, როგორც ახალდაკავებული პატიმრები N8 დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები. პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ჯამში N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო, მათ შორის ორი ინფიცირებული პატიმრის თანამესაკნეების (სულ ოთხი პირი). პრევენციის მიზნით, ინფიცირებული პატიმრების ოთხივე თანამესაკნე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში (N8 დაწესებულება) გადაყვანა. რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)