|
2020-10-23 18:30:03, 1882 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო - კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული არც ერთი პრეპარატი კვლევისას არ გამოდგა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო წამლების საერთაშორისო კლინიკური გამოკვლევის შედეგები. აღნიშნული შედეგები ჯერჯერობით წინასწარია და სტატიას არ გაუვლია ჯერჯერობით რეცენზირება, მაგრამ იმედი აღარ არის: არც ერთმა კვლევაში ჩართულმა პრეპარატმა არ მოუტანა კოვიდ19-ით ინფიცირებულ პაციენტებს სარგებელი. ყველაზე საწყენია ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირ“-ის მდგომარეობა, მასზე დამყარებული იყო იმედები, სხვა კვლევების პირველადი შედეგებით, თუმცა ახალი კვლევების შედეგებმა საწინააღმდეგო აჩვენა. იმის გასარკვევად, თუ როგორ გავიგოთ აღნიშნული წინააღმდეგობა, „მედუზა“ დაუკავშირდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, სამეცნიერო ექსპერტს ილია იასნოგს. „რემედიზივირის“ პრეპარატი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი კოვიდ19-ის წინააღმდეგ და აჩვენებდა დამაიმედებელ შედეგებს. ჩვეულებრივ ახალი წამლების გადამუშავება საჭიროებს ათ წლამდე პერიოდს და უმეტეს შემთხვევაში სრულდება კრახით. კოვიდ19-ის პირობებში კი, დროის სიჭარბე არ აქვთ ექსპერტებს, ამიტომ კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე ექსპერტებმა სცადეს არსებული პრეპარატების გამოყენება. ამასთან, ვირუსის საშიშროების მიუხედავად, არანაკლებ საშიში შეიძლება აღმოჩნდეს დაჩქარებული რეგისტრაცია და ფართო არეალზე ახალი პრეპარატის გატანა. ის, რომ გარკვეული პრეპარატი ადრე მალარიას, აივ ინფექციას ან გრიპს კურნავდა, არ ნიშნავს, რომ ეფექტური და უსაფრთხო იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, „რემედიზივირის“ გამოყენებას არ აქვს ეფექტი, ან ის უბრალოდ მცირე რაოდენობითაა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)