13:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 08:12:57, 633 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

"აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ვითარდება და ფერმერების რისკებს მნიშვნელოვანწილად ამცირებს", -  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების  წარდგენისას განაცხადა.  

მისი თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი ყოველწლიურადაა.

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული   სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა   600  მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი" -  განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, „აგროდაზღვევის" პროგრამის დაწყებიდან - 2014 წლიდან დღემდე გაცემულია 114,000 პოლისზე მეტი. დაზღვეული ფართობი  100,000 ჰექტარს აჭარბებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics