03:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 15:49:59, 1501 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან.

მისივე თქმით, იგზავნება დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაც.

„ჩვენს ყველა სოფელში განადგურებულია შენობები, განადგურებულია ჩვენი მეჩეთები. გუშინ მთელმა მსოფლიომ დაინახა ინტერნეტში ზანგილანის ერთ-ერთ სოფელში განადგურებული მეჩეთის კადრები. მათ ჩვენი მეჩეთები შეურაცხყვეს. მათ ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. სახლებიდან, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ქვები დარჩა. წაიღეს სახურავები, ფანჯრები, საყოფაცხოვრებო ნივთები.

იქ დაქირავებული მებრძოლები მიდიან. დიდი რაოდენობით იარაღი იგზავნება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სამართლიან საქმეს, ჩვენს გვერდით არის ისეთი ძმური ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ ”, - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics