|
2020-10-22 15:38:22, 449 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენებაა
„კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით კარგად ხედავთ, საკმაოდ კრიტიკულებიც ხართ, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული შეფასებებიც ისმის კონკრეტული მედიისაგან, მაგრამ არავის არასოდეს არ შეუზღუდავს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თითქოს ტვ პირველის დამფუძნებლის მამის მიმართ იყო მუქარა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. მისი შეფასებით, ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები. „რაც შეეხება ორი ადამიანის შეხვედრას, წარმომიდგენია რა იდიოტი უნდა იყოს ნებისმიერი, ვინც შეხვდება კონკრეტულ ადამიანს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს და თან იმედი ექნება, რომ ამასთან დაკავშირებით დამფუძნებელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მით უმეტეს ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც კარგად ვიცნობთ, შეიცვლის პოზიციას. ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, რომ საფუძვლად დაედოს ვინმემ შეაცვლევინოს სარედაქციო პოლიტიკა ლისის ტბაზე თუ კუს ტბაზე დახვედრით ადამიანს, ეს არის აბსურდი, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები. ეს ხომ ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სახელის გატეხვას ცდილობენ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან და რომლებმაც მიაღწიეს ძალიან მაღალ მაჩვენებელს მედია თავისუფლების რეიტინგებში, იმდენად მაღალ მაჩვენებელს, რომ წინ უსწრებენ ბევრ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ, რომლის თქმით, კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენება და ამ მიზანს არანაირი გამართლება არ აქვს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)