|
2020-10-21 13:03:57, 1810 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 აჭარაში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, გია კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილების ასაკი 62 წლიდან 90 წლამდე მერყეობს. "4 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. პაციენტების ასაკი არის 62 წლიდან 90 წლამდე - 2 მამაკაცი და 2 ქალბატონი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილია 3 პაციენტი, 54 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა შემოსვლისთანავე ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 73 წლის ქალბატონი ეს იყო მწოლიარე, რომელსაც ჰქონდა თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ესეც აპარატზე იყო და 78 წლის მამაკაცი ასევე მძიმე მდგომარეობაში იქნა მოყვანილი, ორმხრივი პნევმონიით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)