|
2020-10-21 12:07:05, 834 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“, „ვოლტის“ და „Mastercard“-ის ახალი სპეცშეთავაზება „Student Card“-ის მფლობელებს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის წახალისებას ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებებით განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Mastercard-თან ერთად, სტუდენტური სემესტრის ფარგლებში, სტუდენტებს ვოლტის სპეცშეთავაზება მოუმზადა. დღეიდან, ვოლტის აპლიკაციით შეკვეთისას, Student Card-ის მფლობელები შეძლებენ დახარჯული თანხის 20% საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნონ. აქციის ფარგლებში Student Card-ის მფლობელებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 1-წლიანი ულიმიტო მიტანის სერვისი საჩუქრად. ამისთვის საჭიროა 1 კვირის განმავლობაში ვოლტითა და სტუდენტური Mastercard ბარათით ყველაზე მეტი შეკვეთა განახორციელონ და შედეგად, კვირაში 5, ხოლო კამპანიის ფარგლებში კი 20 გამარჯვებულ სტუდენტს შორის მოხვდნენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მათ სურველებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთობლივი აქცია სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის, Mastercard-ისა და ვოლტის მხარდაჭერით. ამიერიდან, Student Card-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ვოლტის აპლიკაციაზე ნებისმიერი შენაძენის 20% უკან დაიბრუნონ. მადლობას ვუხდით ვოლტს და Mastercard-ს, რომლის ხელშეწყობითაც აქცია უფრო მასშტაბური გახდა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით სტუდენტებს მათთვის საინტერესო აქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მომხმარებელს კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენ ვცდილობთ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს მუდმივად განახლებული და საინტერესო პირობები სწორედ მათ სურვილებზე მორგებულ ფორმატში წარვუდგინოთ“, - განმარტავენ Mastercard-ში. აქცია ერთი თვის განმავლობაში, 21 ნოემბრამდე იქნება ძალაში. ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ: მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)