|
2020-10-20 11:28:01, 537 ნახვა
საზოგადოება
ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე. „წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები. ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს - ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც იწვევს დაკვამლიანებას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)