13:32 - 25 Jul, 2026
|
2020-10-20 11:42:58, 673 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელი - სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ
განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომდევნო კვირას, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანია გახსნილი, მოსამზადებელი საარჩევნო სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)