|
2020-10-19 16:56:08, 723 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, გადადებს არჩევნებს და მიიღებს 0 ხმას თუ გადავა ოპოზიციაში
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ან არჩევნები უნდა გადადოს და მიიღოს 0 ხმა ან გადავიდეს ოპოზიციაში. მისივე თქმით, ყველა ციფრი და განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული. „ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი. ერთი - გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად 0 ხმა, რაც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია. მეორე - ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით პარლამენტში, რადგან ჯერჯერობით ამის შანსი ისევ აქვთ, რომ იყოს სერიოზული ოპოზიცია. ყველა ციფრი და განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული სერიოზულად. ამას საერთოდ წყალი არ გაუვა, როგორც არ უნდა იკლაკნებოდნენ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოყავდეთ. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა საუბარია მათთვის კარგ და მსუბუქ სცენარზე ან ძალიან ცუდ სცენარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი ქართველები ვართ, მათ ცუდ სცენარს ნამდვილად არ ვუსურვებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)