14:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:44:38, 584 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, ენმ-ს ღონისძიება ვირუსის გავრცელების ყველაზე მძიმე ეპიცენტრში, აჭარაში, იყო მავნებლობა

მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე ან თხოვო, დაიცვან დისტანცია.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. თუმცა მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის დიდი მოთხოვნები? ელემენტარული მოთხოვნაა – აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის? ან ელემენტარულად, თხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია. მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics