|
2020-10-19 12:23:45, 648 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart - 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 93.6%-ით შემცირდა
Galt & Taggart- ის კვირის მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 93.6%-ით შემცირდა. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტების (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) რაოდენობა წლიურად 93.6%-ით შემცირდა და 50.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა, რაც COVID-19 პანდემიის შედეგია. ჯამურად, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში სულ 1.4 მლნ (-77.1% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 0.96 მლნ (-75.9% წ/წ) შეადგინა. ამასთან 2020 წლის პირველ ცხრა თვეში, სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 499.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-80.7% წ/წ)“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)