13:17 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 16:51:47, 481 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა   ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

"ქართული ოცნების" ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა, ლაშა ტრაპაიძემ, ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

 

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ -სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

 

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი მოხმარდება. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics