|
2020-10-18 13:45:20, 492 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების" მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი , საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა. კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500,000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. მარწყვის რეალიზება ბრენდის „მწვანე რესპუბლიკა“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია მუდმივად 5, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)