|
2020-10-15 17:46:29, 469 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტრომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნატალია ვუტოვას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე, ხაზი გაუსვა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და მრავალწლიან თანამშრომლობას. ევროპის საბჭო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)