|
2020-10-15 17:24:50, 565 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ ჩიგოგიძე: ჩვენ, ერთად გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებას
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ჩოხატაურის სოფლების - დიდივანის, შუასურების და სურების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე ისაუბრეს, იმსჯელეს სოფლებში არსებულ გამოწვევებზე. ვასილ ჩიგოგიძემ ადგილობრივებს ასევე გააცნო საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები. „ჩოხატაურის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო ჩოხატაური - დიდივანის დამაკავშირებელი 6 კმ - იანი გზა, სოფელ შუა სურებში აშენდა ახალი საჯარო სკოლა, ზემოსურებში აშენდა ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლას, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, მოეწყო სახიდე გადასასვლელები. 15 წლის განმავლობაში სოფელს არ მიეწოდებოდა სისტემური ელექტროენერგია, 2014 წელს კი ეს პრობლემა გადაიჭრა. გამოწვევები და პრობლემები კვლავ რჩება, რის მოგვარებასაც ვგეგმავ. მინდა თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ერთად გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კუჭავა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)