|
2015-09-19 15:58:42, 660 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული მიმდინარეობს
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (giz) მხარდაჭერით, პროგრამა worldsiklls georgia- ს ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ბრენდირებული ავტობუსი საერთაშორისო პროგრამის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დღის წესრიგით, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფორიენტაციულ აქტივობებს ატარებს. აღნიშნული აქტივობა ღია კარის დღის ფორმატით, ფოთის პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი'' გაიმართა. კოლეჯში ღონისძიებისათვის სპეციალურად საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც სტუდენტების ნამუშევრები წარმოადგინეს. აქტივობაზე მოწვეული სტუმრები ინტერესით გაეცნენ კოლეჯის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრებს. კოლეჯში გამართულ პროფორიენტაციულ ღონისძიებას დაესწრო ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნილოლოზ გრიგოლია, რომელმაც გამოფენასთან ერთად, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც დაათვალიერა. საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გამართულ პროფორიენტაციულ აქტივობას ესწრებოდნენ კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები, სტუდენტები, სწავლის მსურველები, მშობლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი'' მრავალმხრივი მიმართულებისაა. კოლეჯში ეუფლებიან ბუღალტრის, მოლარის, საბაჟო დეკლარაციების სპეციალისტის, საბაჟო წარმომადგენლის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, დურგლის, ძრავის შემკეთებლის, საკერავი მანქანის ოპერატორის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, თმის სტილისტის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიებს. გასულ სასწავლო წელს კოლეჯის ათასორასმა კურსდამთავრებულმა მიიღო სპეციალობა, რომელთა უმეტესობა ფოთელია.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)