22:28 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 23:29:18, 794 ნახვა

კომენტარი
ცერცვაძე - ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა

„ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“ , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პლაზმის გადასხმის შედეგი საკმაოდ ეფექტურია და ამ ხერხით პაციენტების გადარჩენა შეიძლება.

„დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებთან, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ და ყველა მათგანი გადარჩა.

 გვეკითხებიან, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ, თუ ასეთი ეფექტურია - ეს არ არის მონოპოლური ანტისხეულები, მაგრამ სანამ ისინი არ გვექნება, გარკვეულწილად შეიძლება გამოვიყენოთ.

დონორები არ გვყავს. არ მოდიან. მინდა, მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“ , – განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics