22:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 13:02:10, 567 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - სვეტიცხოვლობა ყველას გვაერთიანებს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ

სვეტიცხოვლობა გვაერთიანებს და ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებსა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს, ილია მეორეს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ეს არის სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას ერთად გვაერთიანებს, ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა დღეს აქვს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ეკლესია, მთავრობა, ყველანი ერთად, ამ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერი, ისეთი როგორიცაა ვირუსი და ამ ერთიანობით ჩვენ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს სვეტიცხოვლობა, პირველ რიგში უწმინდესს და თითოეულ თვენგანს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics