|
2020-10-13 17:20:53, 504 ნახვა
პოლიტიკა
საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)