11:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 16:33:16, 581 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან ხელისუფლებას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს მომზადებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა დასაკარგი დრო არ არის.

როგორც ექსპრეზიდენტი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, შესაძლოა, ხელისუფლებას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს მომზადებული, რისი საშუალებაც არ უნდა მიეცეთ.

„31 ოქტომბერს არ გვაქვს ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს გადაწყდება, საქართველო გაქრება რუკიდან, ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ქართველი ხალხი გამარჯვებას მოიპოვებს. ამიტომ, მინდა მოგმართოთ „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული, კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ამის კეთების საშუალება რომ არ მივცეთ, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მარტო „ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. მოდით ვიმუშავოთ. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი. ახლა არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყოველი წუთი არის ძვირფასი. მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ და გამარჯვება იქნება, თუ ყველანი ჩვენს ინდივიდუალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics