|
2020-10-13 15:02:14, 546 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საფეიქრო ნაწარმის ქართველმა მწარმოებლებმა გლობალურ კონკურენციაში უცხოელ კონკურენტებს აჯობეს
ექსპორტის ზრდაში, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში ვადევნებთ თვალს, აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრეთვე საფეიქრო ნაწარმს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი დახმარებისა და პროგრამების პირდაპირი გამოძახილი, რომელთაც საქართველოს მთავრობა როგორც ფერმერების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დარგების, მათ შორის, საფეიქრო ინდუსტრიის მიმართ ახორციელებს. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეს არის იმის შედეგიც, რომ მთავრობამ, პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვირუსის გავრცელების პროცესზე კონტროლი დაამყარა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების დიდი ნაწილის - მათ შორის, აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. „აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით," - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)