|
2020-10-12 10:03:32, 471 ნახვა
საზოგადოება
აჭარული კერძების მომზადების ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და საიმიჯო ვიდეორგოლი მზადდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამჟამად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით დეპარტამენტი ვიდეოგაკვეთილებს, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლსა და ფოტორეცეპტებს ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ამზადებს. საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანიაჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს კერძების მომზადების პროცესისა და სერვირების შესახებ ვიდეოგაკვეთილების გადაღება, რაც ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. “პროექტის მთავარი მიზანია მოვახდინოთ აჭარული ტრადიციული კერძების ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, წავახალისოთ მეწარმეები, კვების ობიექტები და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, რათა მოახდინონ მრავალფეროვანი აჭარული კერძების მენიუებში შეტანა, სწორი სერვისება და შეთავაზება ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფოტორეცეპტებად, ვიდეოგაკვეთილებად დამუშავება, რაშიც ჩვენ ცნობილი შეფმზარეულები გვეხმარებიან. ეს ყველა მასალა თავს მოიყრის ერთიან ონლაინპლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)