16:29 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 12:05:58, 541 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სართიჭალაში, მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს.

კომპანიამ „ჩირინა", ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით, მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა 3" ააშენა.

„თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი კარგი მაგალითია ახალი კომპლექსი, რომელიც, მეფრინველეობაზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თვითუზრუნველყოფას. ქვეყანაში ფრინველის ხორცის წარმოება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 40%-ზე მეტით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ქვეყნის ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფა, არამედ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია. განსაკუთრებით ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური და მსხვილი ინვესტიცია პანდემიის პირობებში განხორციელდა“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი კომპლექსის „სართიჭალა 3" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპლექსის ფარგლებში, „ჩირინა" ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, EBRD კავკასიის ასოცირებული დირექტორი გიორგი ახალკაცი და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics