|
2020-10-10 10:09:29, 1343 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევა. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები პარასკევს მოსკოვში დაიწყო, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა. სომხეთის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა პუტინის როლს შეთანხმების მიღწევაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბრიდან გამწვავდა და მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)