|
2015-09-18 17:30:02, 738 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD–ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და EBRD–ს შორის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის მხარდამჭერიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. EBRD–ი ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი – სამთავრობო უწყება, რომელიც სათანადო კანონმდებლობის მომზადების პროცესს წარმართავს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე დაიქირავა ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კონსულტანტები, რომლებიც ქართულ მხარეს სათანადო კანონმდებლობის მომზადებაში დაეხმარებიან. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ინვესტორთა საბჭოზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობასა და და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)