00:38 - 26 Jun, 2026
|
2020-10-08 16:40:32, 1131 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ამის სესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპსა და ბაიდენს შორის მეორე დებატები 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. დებატების ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მკურნალობას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ტრამპსა და ბაიდენს შორის აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)